logo_geo
eng_logo
„ფაიზერის“ ვაქცინა გაძვირდა
- +

12 აპრილი. 2021. 14:18

 

ევროკომისიის მიერ „ფაიზერთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2022 და 2023 წლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, ერთი დოზის ღირებულება 19,50 ევრო იქნება. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

 

„ფაიზერის“ ფასი 12 ევრო იყო, შემდეგ 15,50 ევრო გახდა. ახლა მიწოდებაზე კონტრაქტები 19,50 ევროდ ფორმდება“,- განაცხადა ბორისოვმა.

 

Euractiv წერს, რომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროკომისია პრეპარატების ღირებულებას არ ასაჯაროებს. თუმცა, გასული წლის დეკემბერში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ევა დე ბლოკერმა „ტვიტერში" ვაქცინების ფასები გააზიარა. ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ ერთი დოზა 1,78 ევრო ღირდა, „ფაიზერის“ კი - 12 ევრო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner