logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ
- +

12 აპრილი. 2021. 17:19

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

 

ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ბატონო მდივანო, ჩვენ ყველამ ვიცით ომის საშინელება. ჩვენ გვესმის ომის პრევენციის მნიშვნელობა. ორივე ვთანხმდებით, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მიიღოს. ჩემი პოლიტიკა ნათელია: არასდროს დავუშვებ იმას, რომ ირანმა ბირთვული შესაძლებლობები მოიპოვოს, რათა თავისი გენოციდური მიზანი შეასრულოს - ისრაელის განადგურება. ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას ირანის აგრესიისა და ტერორიზმისგან“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner