ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ბატონო მდივანო, ჩვენ ყველამ ვიცით ომის საშინელება. ჩვენ გვესმის ომის პრევენციის მნიშვნელობა. ორივე ვთანხმდებით, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მიიღოს. ჩემი პოლიტიკა ნათელია: არასდროს დავუშვებ იმას, რომ ირანმა ბირთვული შესაძლებლობები მოიპოვოს, რათა თავისი გენოციდური მიზანი შეასრულოს - ისრაელის განადგურება. ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას ირანის აგრესიისა და ტერორიზმისგან“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.