„იყო ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, შეჯიბრი გადადებულიყო და სხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო. ძალიან მინდოდა, რომ ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო“, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჯერჯერობით, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები და არ ვაქცევ ყურადღებას, რამდენჯერ მოვიგე ჩემპიონატი. მინდა, რამდენჯერაც მივიღებ მონაწილეობას, გამარჯვებული დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარდა. ამასთან, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.