logo_geo
eng_logo
ტედროს ადანომ გებრეიესუსი: პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია
- +

13 აპრილი. 2021. 00:02

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირაა მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა 780 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

 

მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი კვლავ რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების შენარჩუნებაც.

 

„ქაოსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შეუთანხმებლობა იწვევს დაავადების გავრცელებას და ადამიანები კვდებიან.

 

კოვიდ-19“ არ არის გრიპი. სპეციალისტები ჯერ სათანადოდ ვერ ხვდებიან ინფექციის გრძელვადიან შედეგებს. ბევრი ყოფილი პაციენტი იუწყება, რომ მათ აღენიშნებათ სისუსტე, გონების დაკარგვა, უძილობა და დეპრესია“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner