„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.
„მე არ ვიცი, ვისთან არის დაგეგმილი შეხვედრები. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ , დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა“,- აცხადებს მიქანაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.