logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ
- +

13 აპრილი. 2021. 12:41

 

 

„თუ საჭირო გახდება, გამოძიებასთან აუცილებლად ვითანამშრომლებ“, - ამის შესახებ სააგენტო Report.ge“-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

 

რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, რაც პაციენტის ისტორიაში წერია.

 

„მე მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწოდება შემიძლია, რაც ისტორიაში წერია, მეტს სამწუხაროდ ვერაფერს მივაწოდებ გამოძიებას. იმ ისტორიაში წერია ყველაფერი, ჩემი ჩანაწერია და ყველაფერი იქ მაქვს დაფიქსირებული, მაგაზე მეტს ვერც ვერაფერს ვიტყვი.

 

ვერ ვიტყვი, ადვოკატები რატომ ითხოვენ ჩემს გამოკითხვას, მაგრამ რახან ითხოვენ, რა პრობლემაა, მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რიგითი ექიმი ვარ, ბევრჯერ ვყოფილვარ გამოკითხვაზე და თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ", - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner