logo_geo
eng_logo
თურქეთი ბოსფორზე ხიდს ჩინელებს მიჰყიდის
- +

13 აპრილი. 2021. 12:52

 

 

თურქეთი ბოსფორზე ხიდს ჩინელებს მიჰყიდის. თურქული და ჩინური მხარე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გავიდნენ. ექვსი ჩინური კომპანია გეგმავს შეთანხმებაზე ხელის მოწერას, რომელიც შეეხება დიდი თურქული საავტომობილო ტრასის და ბოსფორის სრუტეზე მესამე ხიდის ოპერატორის 51 %-ის შესყიდვას. საუბარია ჩრდილოეთ შემოვლითი საავტომობილო გზის და სულთან სელიმ იავუზის ხიდის გაყიდვაზე. ჩინეთმა შექმნა ფონდი გარიგების რეალიზაციის მიზნით. ფონდში შედიან: China Merchants Expressway, CMU, Zheijiang Expressway, Jiangsu Expressway, Sichuan Expressway და Anhui Expressway.

 

გარიგების ღირებულება, დაახლოებით, 700 მილიონი დოლარია.

 

შეგახსენებთ, ხიდზე მოწყობილია რვა საავტომობილო ზოლი და ორი სარკინიგზო ხაზი.

 

იავუზ სულთან სელიმის ხიდი 2016 წლის 26 აგვისტოს გაიხსნა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ტერიტორიის კომპენსაციურმა გამწვანებამ, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. პროექტი ითვალისწინებდა მისასვლელი გზების მშენებლობასაც, რომლებმაც შექმნეს ჩრდილოეთის რგოლის გზა. გზატკეცილზე და ხიდზე მგზავრობა ფასიანია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner