logo_geo
eng_logo
პროკურორი ია დარჯანია - ნიკა მელიას: დევნილი ვარ, ომში ვარ ნამყოფი - დარწმუნებული ვარ, თქვენ ჯარშიც არ ყოფილხართ
- +

13 აპრილი. 2021. 14:43

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიასა და მისი საქმის პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

„დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომში ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ – ჯარშიც არ ყოფილხართ”, – მიმართა პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას.

 

„ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ, თუ შოთაძე?” – უპასუხა პროკურორს ნიკა მელიამ, რაზეც ადრესატმა განუცხადა: „როცა საქმე ჩემი ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება, თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე”, – აღნიშნა პროკურორმა ია დარჯანიამ.

 

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner