logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ნაკლია დღეს რომ აქ ზიხარ და შენი ქმარი თავისუფალია
- +

13 აპრილი. 2021. 14:57

 

 

„ქართველი ხალხი როგორ გიყვარს? რაში გამოიხატება ეს? ეკლესიის შეურაცხყოფით, პატრიარქის შეურაცხყოფით, ტრადიციების შეურაცხყოფით?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ კავკასიის ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილთან დებატებისას განაცხადა.

 

„ქართველი ხალხით მაშინებ, რომელსაც სინამდვილეში დასანახად ვერ იტან. ვერ იტან ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ეკლესიის მრევლს, პატრიარქს. ქართველი ხალხი როგორ გიყვარს? რაში გამოიხატება ეს? ეკლესიის შეურაცხყოფით, პატრიარქის შეურაცხყოფით, ტრადიციების შეურაცხყოფით?

 

იცი რა არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ნაკლი? დღეს რომ აქ ზიხარ, კიდევ ამდენს ლაპარაკობ, შენი ქმარი რომ კიდევ თავისუფალია და კიდევ დანარჩენი. თუმცა, არც ეგ არაა გვიანი და მაგას ბიძინა ივანიშვილი კი აღარ წყვიტავს და ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ქართველი ხალხი. როგორც 2012 წლიდან, 2013 მოგიგოთ ქართველმა ხალხმა, 2014, 2016, 2017, 2018, 2021, ისე მოგიგებთ, კიდევ  2024 წლის არჩევნებს და დიდხანს ეგდება სააკაშვილი კიევში, დიდხანს იქნება შენი ქმარი უმანდატოდ სახლში.

 

იმ პარტიაში სამნი რომ დარჩით მარტო, მორიგეობა დააწესეთ კარის დაკეტვაზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner