„ქართუ" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყენებს სადაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წერს და აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არეჩევნებით, „ფაქტიურად 90- იანი წლების პოლიტიკოსთა პლეადას ვემშვიდობებით."
„ამ საპარლანენტო არჩევნებით ფაქტიურად ვემშვიდობებით 90- იანი წლების პოლიტიკოსთა პლეადას.
16-17 წლის ვიყავი ჟურნალისტიკაში რომ აღმოვჩნდი, პოლიტიკამ დამაინტერესა და შესაბამისად მახსოვს ბევრი იმ პლეადის. რა პლეადა იყო? ბევრი გულანთებული პატრიოტი და ზოგი თან განათლებულიც, ზოგი პატრიოტიც, განათლებულოც და ნაძირალაც. ზოგი გაუნათლებელი ნაძირალა იყო. ძალიან ბევრი იყო მედროვე და მექრთამე, ზოგი მექრთამე მაგრამ პატრიოტი, მათი 90% საბჭოთა ეპოქიდან შევიდა დამოუკიდებლობაში და საბჭოთა მენტალობით იბრძოდა დამოუკიდებლობისთვისაც და "ადგილის არგაფუჭებისთვისაც"...
ბევრი დღესაც ასე ხედავს ცხოვრებას - ორი კაპიკის შოვნა, ჯიპი და სტატუსი რომ მიაჩნიათ მწვერვალადაც და ოპოზიციაში ყოფნის მიზეზადაც. მათი ბრალი არაა, იმ პერიოდში ისეთი მენტალობა იყო. მაგრამ ის მენტალობა უკვე ძალიან მოძველდა. სხვა პერიოდია. ეს ის საქართველოა სადაც კერპები აღარ არსებობს და იმ დროის პოლიტიკური პლეადასთან ერთად სრულდება ე.წ. საზოგადოებრივ-კულტურული ელიტის ეპოქაც. ჩემი აზრით სწორედ მაშინდელმა ელიტამ დააშავა ყველაზე მეტი ქვეყნის წინაშე როცა უსინდისოდ მოერგო ამ 25 წელში 4- ჯერ რადიკალურად შეცვლილ ფორმაციას მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველეყო, იმის ნაცვლად რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში ხმა აღემაღლებინა... ახლა უკვე გვიანია მათგან რამის გამოსწორება. ისევე როგორც გვიანია ძველი პლეადის პოლიტიკოსების გამოსწორება.
სხვა დრო მოდის..."- წერს უძილაური.