აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ წარმოებული ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს.
მიზეზი თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეა.
როგორც „დოიჩე ველე“ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ექვს ვაქცინირებულ პირს იმუნიზაციიდან ორი კვირის განმავლობაში, იშვიათი სისხლის თრომბი განუვითარდა. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტი შეხვედრას ოთხშაბათს გეგმავს.
გამოძიებას დაიწყებს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოც. პროცესის დასრულებამდე „იენსენით“ ვაქცინაცია შეჩერდება.