logo_geo
eng_logo
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს
- +

13 აპრილი. 2021. 16:46

 

 

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ წარმოებული ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს.

 

მიზეზი თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეა.

 

როგორც „დოიჩე ველე“ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ექვს ვაქცინირებულ პირს იმუნიზაციიდან ორი კვირის განმავლობაში, იშვიათი სისხლის თრომბი განუვითარდა. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტი შეხვედრას ოთხშაბათს გეგმავს.

 

გამოძიებას დაიწყებს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოც. პროცესის დასრულებამდე „იენსენით“ ვაქცინაცია შეჩერდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner