logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: ახალი შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება არა ვაქცინაციით, არამედ ლოკდაუნითაა განპირობებული
- +

13 აპრილი. 2021. 17:18

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვის შემცირება არა ვაქცინაციით, არამედ ლოკდაუნითაა განპირობებული.

 

„შემცირებულია ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვი, თუმცა ყველასათვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ მაჩვენებლების შემცირება ვაქცინაციის პროგრამით განპირობებული არ არის. ლოკდაუნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის ვითარებისა და ამ ციფრების გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამამ ხელი შეუწყო ამ პროცესს, მაგრამ ლოკდაუნმა დიდი როლი ითამაშა დაავადების შემცირების კუთხით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ბორის ჯონსონის თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდება.

 

12 აპრილს ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. შეზღუდვების მოხსნის მე-2 ეტაპის ფარგლებში, გაიხსნა არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები, სპორტული დარბაზები, საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და ზოოპარკები. გარდა ამისა, რესტორნებსა და ბარებს საშუალება აქვთ, სტუმრებს გარე სივრცეში მოემსახურონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner