logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ევროპის არცერთ ქვეყანაში არ ცრიან ადამიანებს მხოლოდ კლინიკებში - იქ აცრები ტარდება სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებსა და სკოლებში
- +

13 აპრილი. 2021. 18:03

 

 

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც ადამიანებს მხოლოდ კლინიკებში ვცრით, ამას არცერთი ევროპული ქვეყანა არ აკეთებს. იქ აცრები ტარდება სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებში, ერთ-ერთმა ქვეყანამ სკოლებში მოაწყო ამცრელი პუნქტები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის კუთხით, საინტერესოა სერბეთის გამოცდილება.

 

„ამ ქვეყანას ყველა ვაქცინა აქვს: „ფაიზერიც“, „ასტრაზენეკაც“, რუსული ვაქცინაც და ჩინური „სინოფარმიც“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - დანარჩენ სამს. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც დაშინდნენ ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ვაქცინაცია პოლიკლინიკურ დაწესებულებებში შეწყვეტილიყო და მხოლოდ კლინიკებში გაგრძელებულიყო. მთელ მსოფლიოში, ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ პოლიკლინიკებში, ოჯახის ექიმების მიერ ტარდება. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ სინოფარმის გამოყენება შესაძლებელი იქნება პოლიკლინიკებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ ვაქცინაცია ტარდება არამხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ - ასაცრელად გადაკეთებულ, ადაპტირებულ დაწესებულებებშიც. „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ აქვს ცოტა უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩინურ ვაქცინას. იმედი მაქვს, რომ ვაქცინაცია ჩვენთან უფრო ფართოდ დაიწყება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner