logo_geo
eng_logo
საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
- +

13 აპრილი. 2021. 18:44

 

 

ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

 

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ვითარება უარესდება და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა ფრენა ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის შემდგომ შეტყობინებამდე“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 521 409 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 355 031 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner