ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ვითარება უარესდება და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა ფრენა ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის შემდგომ შეტყობინებამდე“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 521 409 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 355 031 ადამიანი გარდაიცვალა.