logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: დიდგორში ისინი ფეხს ვერ დაადგამენ!
- +

13 ივლისი. 2016. 22:55


სამგორის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ყრილობას, რომელიც მათი თქმით, დიდგორზე უნდა გამართონ, აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს არ დაუშვებს.


„რაც შეეხება დიდგორს დანაციონალების" მიერ დაგეგმილ ყრილობას, ვთქვი და კიდევ გავმეორდები, ჩემთვის სამგორში გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუ ჩვენ დავმარცხდით დიდგორში. მათ სპეციალურად აარჩიეს ისეთი ადგილი, რომელიც ქართველებისთვის არის უწმინდესი, სადაც ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა მოიგესთავის დროზე, როდესაც ეს ქინძის-ხანი დავით აღმაშენებლის საფლავზე მივიდა, ბევრს სჯეროდა, რომ აღმაშენებლის ღირებულებებზე იდგა მისი ცნობიერება და ამ ფასეულობებზე უნდოდა აეშენებინა საქართველოს მომავალი. თანდათან დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო ბუტაფორია, ზოგმა ადრე, ზოგმა გვიან, მაგრამ ბოლოს მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ეს არის ბუტაფორია.

 

ნაციონალები" ცდილობენ, რომ ქართველი კაცი იყოს ხელგაწვდილი, გლახაკი, რომელიც არ ქმნის, არ იბრძვის, ამაგი არ აქვს თავის სამშობლოზე და შესაბამისად, სუსტდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩვენი თინა სპასალარიც დიდად არ განსხვავდებანაციონალებისგან". რამდენი დაისიცხება, იმდენჯერ თუ ქვეყნისთვის საზიანო პროექტს მოაწერს ხელს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საზიანოს, ასე არ გამოვა. ხან ცივა და ხან ცხელა დედამიწაზე და ამინდის მდგომარეობა არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის გადაწყვეტილებების მიღების უნარს, მითუმეტეს, თავდაცვის მინისტრის. მაგრამ, კიდევ ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკური პარტია და კიდევ სხვა მათთან სულიერად ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროამერიკელობას იბრალებენ, არიან ლიბერტარიანული ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პროდასავლური ღირებულებები დამახინჯებულად გავიგოთ და მეტად გაგვიჩნდეს სურვილი ჩვენიკეთილმეზობელი" რუსეთისკენ სვლისა და დაახლოების. რეალურად, ეს უკვე დაახლოება კი არა, ჩაბარება იქნება.

 

დიდგორში ისინი ფეხს ვერ დაადგამენ! ყველას აქვს უფლება, ავიდეს დიდგორში და პატივი მიაგოს გმირების სულებს, მაგრამ ადამიანებს, ვისთვისაც ეს უბრალოდ მინდორია, უფლება არ აქვთ, იქ ყრილობა ჩაატარონ! ისინი კანონით უფლებამოსილნი არიან, ჩაატარონ ყრილობა და ვერაფრით შეზღუდავ, მაგრამ ეს იცით, რას ნიშნავს? ვიღაც რომ მოვიდეს და ეკლესიაში გადაწყვიტოს ყრილობის ჩატარება! თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, მაშინ უბრალოდ აღარ ვართ, აღარ ვარსებობთ, არაფერი აღარ იწვევს ჩვენში პროტესტის გრძნობას, სიყვარულის დაცვის სურვილს! მაშინ, ძალიან დავჩლუნგებულვართ! ეს მარაზმატიკი, ბილწი ადამიანები თუ წაგვიბილწავენ ამ ღირებულებასა და ფასეულობას, მაშინ რაღა ვყოფილვართ ჩვენ!"_ განაცხადა შიხიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner