“საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, მაგრამ არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობა არ დგას”, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„მე ვთხოვდი ოპოზიციას - ყველას, ვისაც ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებზე მანდატი მისცა, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმუშაონ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, სხვა საკითხებზე და 4 წლის შემდეგ იქნება სულ სხვა საარჩევნო კანონმდებლობა, სხვა პოლიტიკური გარემო, სხვა შესაძლებლობები. მანამდე კი, მე არ ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.