logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას
- +

13 აპრილი. 2021. 22:15

 

საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, მაგრამ არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობა არ დგას, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

„მე ვთხოვდი ოპოზიციას - ყველას, ვისაც ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებზე მანდატი მისცა, რომ შევიდნენ პარლამენტში, იმუშაონ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, სხვა საკითხებზე და 4 წლის შემდეგ იქნება სულ სხვა საარჩევნო კანონმდებლობა, სხვა პოლიტიკური გარემო, სხვა შესაძლებლობები. მანამდე კი, მე არ ვარ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner