logo_geo
eng_logo
ხათუნა ზახაშვილი: კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი
- +

13 აპრილი. 2021. 23:29

 

ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.

 

ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე“, - აცხადებს ზახაშვილი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner