logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ტალღიდან ტალღამდე „ლოკდაუნებით“ ქვეყნის მართვა
- +

14 აპრილი. 2021. 00:03

 

 

„პირველ რიგში საზოგადოებისთვის და კერძო სექტორისთვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტი, რომ არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ტალღიდან ტალღამდე ლოკდაუნი და ლოკდაუნებით ქვეყნის მართვა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა.

 

 

„აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შრომის ინსპექციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად აქვს შემუშავებული არაერთი ძალიან ეფექტური და სასარგებლო რეკომენდაცია კერძო სექტორისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანამ შეძლოს ვირუსის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს რეკომენდაცია იქნება სწორად აღსრულებული, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაკვირდებით, თუ რამდენად შემცირებულია პირბადის გამოყენება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რაც ნამდვილად არის ელემენტარული, ამავდროულად, ყველაზე ეფექტური, მისი ეფექტურობა არა მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, არამედ მსოფლიოს მხრიდან არის აღიარებული.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ პირბადის ისევ ეფექტური გამოყენება, ამასთან მიმართებაში ჩვენ დღეს საბჭოზე კიდევ ერთხელ გავეცით რეკომენდაციები და შესაბამისად, მოვითხოვეთ ყველა იმ სტრუქტურის მხრიდან აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, რათა ქვეყანაში დაიწყოს პირბადის უფრო აქტიური გამოყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

რაც შეეხება კერძო სექტორს, ტიკარაძის განმარტებით, ამ მიმართულებითაც შრომის ინსპექციას აქვს არერთი ეფექტური ბერკეტი, ასევე რეკომენდაცია გაცემული კერძო სექტორისთვის.

 

„ჩვენ დღეს კვლავ გავეცით საბჭოზე დამატებითი რეკომენდაციები მკაცრი აღსრულების. მკაცრი აღსრულება უკვე ერთი კვირაა, დავიწყეთ შრომითი ინსპექციის მხრიდან, ჩვენ ვაფიქსირებთ არაერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქის და ასევე ბიზნესის მხრიდან ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც პანდემიის პირობებში არის ყოვლად დაუშვებელი.

 

დღეს გვქონდა კიდევ ერთი ასეთი ფაქტი, როდესაც იმერეთის რეგიონში გაიმართა 200-კაციანი ქელეხი, რაც ერთი მხრივ არის ჭირის სუფრა, მეორე მხრივ ვირუსის გავრცელების ეპიდკერა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დამატებით 200 ადამიანის დაინფიცირება გამოიწვიოს, რასაც მივყავართ ისევ და ისევ გარკვეულ ლეტალურ მაჩვენებლებამდე. დავიწყეთ საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების გატარება და დიდი იმედი გვაქვს, ეს ღონისძიებები გამოიღებს შედეგს.

 

ხდებოდა კერძო პირზე ფართის მიქირავება, რაც თავისთავად იწვევდა კერძო პირის მხრიდან შედარებით დაბალი ოდენობის ჯარიმის გადახდას, აქდან გამომდინარე, ბიზნესი ამით სარგებლობდა და პასუხისმგებლობა გადაჰქონდა კერძო პირზე. გაცილებით დაბალი იყო ჯარიმის ოდენობა. გავამკაცრეთ მიდგომა და რამდენი მონაწილეც გამოიკვეთება გარკვეული ღონისძიების დაგეგმარებასა და ხელშეწყობაში, ყველა მხარე იქნება მკაცრად დაჯარიმებული, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში მოხდება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner