logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური ზრდა, რაც ჯანდაცვის სექტორსა და მთავრობას ბევრ მინიშნებას აძლევს
- +

14 აპრილი. 2021. 00:24

 

 

„ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური ზრდა, რაც ეპიდემიოლოგებს, ჯანდაცვის სექტორსა და მთავრობას აძლევს ბევრ მინიშნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი არ შევასრულებთ რეგულაციებს. საქართველოში უკვე ერთი თვეა, ვაკვირდებით ბრიტანული შტამის ცირკულირებას.

სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებები და გაფრთხილებები.

შტამების იდენტიფიცირება საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას კარგად ახერხებს.

დღეს გვყავს 8000-მდე აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner