logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს როცა აცდება, უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი „ლოკდაუნზე“
- +

14 აპრილი. 2021. 00:35

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტროინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მხოდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner