logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის
- +

14 აპრილი. 2021. 11:16

 

„უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში მგზავრობისას განაცხადა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია და სახელმწიფო ამისთვის მზად არის.

 

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით: 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველდღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა, ჩვენც ვართ მზად იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner