logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: NATO და ევროკავშირი უკრაინის მმართველ წრეებს დონბასში დაძაბულობისკენ აქეზებენ
- +

14 აპრილი. 2021. 11:28

 

NATO და ევროკავშირი უკრაინის მმართველ წრეებს დონბასში დაძაბულობისკენ აქეზებენ“, – ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განუცხადა.

 

NATO სამხედრო ალიანსია, რომელიც უნდა იყოს დაკავებული უსაფრთხოების საკითხებით, თუმცა, ყველანაირად ეთამაშება კიევს. კიევის რეჟიმთან მჭიდრო ურთიერთობებში ყოფნისას ალიანსი არ გამოხატავს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დონბასში, არამედ პირიქით, კიდევ უფრო აქეზებს კიეველ პოლიტიკოსებს, ამ ცხელ თავებს და ეს ხდება უკვე მრავალი წელია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები.

 

ევროკავშირი, რომელიც წარმოადგენს ძლიერი ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების, სპეცსამსახურების მქონე ევროპული სახელმწიფოების გაერთიანებას, თვალს ადევნებს იმას, რაც ხდება ევროპის შუაგულში და არა მხოლოდ თვალს ადევნებს, არამედ ყველანაირად აქეზებს კიევის რეჟიმს. საუბარია უკვე არა ადამიანის უფლებებზე, არამედ პირველად უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი არ მოუწოდებს კიევს, შეწყვიტოს თავისი ქმედებები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, არამედ პირიქით, ამკაცრებს რიტორიკას რუსეთის მისამართით, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

 

ევროკავშირი და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში ვითარების ესკალაციისა და საზღვარზე რუსეთის ძალების კონცენტრაციის გამო და მოსკოვს პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner