„მოლაპარაკების კარი „ქართული ოცნების“ მხრიდან ღიაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ რაციონალური წინადადებებისთვის, რომელიც რეალურად ოპოზიციამ უნდა გააჟღეროს. „ქართული ოცნებიდან“კომპრომისული ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - აცხადებს მათიკაშვილი.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.