logo_geo
eng_logo
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება
- +

14 აპრილი. 2021. 13:05

 

ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.

 

შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება.

 

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner