დღეს, ბათუმის მერიასა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი 2020-2030 წლებისთვის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმის გაფორმების შედეგად, საჭირო კომპეტენციებისა და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებით, უფრო მეტად გაძლიერდებიან და განვითარდებიან ბათუმელი ახალგაზრდები.
მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ჩართულობით, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" რეფორმა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ქმედითი და მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.
რეფორმის ფარგლებში, ჩატარდება ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც შემუშავდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი, ამ დოკუმენტის განხორციელების სამოქმედო გეგმა და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგის მეთოდები.
„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერებისთვის, სააგენტო უზრუნველყოფს ახალგაზრდობის საკითხებზე, მერიაში პასუხისმგებელი პირების კოორდინატორებად გადამზადებას