logo_geo
eng_logo
ვჭამთ თუ არა რეალურად „ნამდვილ პურს“ - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
- +

14 ივლისი. 2016. 00:18


პური რომ ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტია, ამას უფლის მთავარი ლოცვაც გვიდასტურებს - ''პური ჩვენი არსობისა''...


ამ პროდუქტზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ყოველდღიური კვების პროდუქტია, არამედ მასზე ბევრი რამ არის მიბმული, - გვეუბნება პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც პროექტის "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში კვლევა მოამზადა, რაც ბრიტანული ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ იყო ინიცირებული.


საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგად არც ისე კარგი ფაქტები გამოიკვეთა. ამჯერად ბატონ მიხეილთან პურის გარშემო გვინდა ვისაუბროთ.


- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ვერ აწარმოებს პურს იმ ოდენობით, რამდენსაც მოიხმარს და სჭირდება. უფრო სწორად, საქართველოში ხორბლის მარცვალი უკვე 4-5 წელია, 10-12 პროცენტი იწარმოება. ეს მაჩვენებელი ერთი პერიოდი 8 პროცენტამდეც იყო დასული, რაც კატასტროფაა. პური ისეთი საბაზო პროდუქტია, რომელიც სასურსათო მოხმარების მდგრადობას განსაზღვრავს. კრიტიკულ მომენტებშიც კი ამ პროდუქტზე მოსახლეობას უარის თქმა არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არ შეუძლია, რადგანაც ჩვენთან პურს მოხმარებაში დიდი წილი უკავია, - მოხმარების სტრუქტურაში ის დაახლოებით, 60-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.


- იქ, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია, როგორ არის საქმე?

- მიიჩნევენ, რომ პურის მოხმარება სტრუქტურაში 20-დან 25 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. სხვა საკითხია და პრობლემაა, რომ ეს პროდუქტი დაბალი ხარისხის და არაჯანსაღია, - ეს თემაც წინამორბედ პრობლემას ებმის, რის გამოც საფრთხის წინაშე ვართ!


მოკლედ, თავად ხორბლის პროდუქტის თვითუზრუნველყოფა საქართველოში მხოლოდ ერთი თვეა საკმარი, ანუ ქვეყანას თავისი შესაძლებლობით შეუძლია თავი ერთი თვე ირჩინოს, აწარმოოს ერთი თვის საარსებო ხორბალი, თან მაშინ, როცა ამ პროდუქტს ასეთი დიდი მოხმარება აქვს, რადგანაც კვების სტრუქტურაში, ნაკლებია ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხილის გამოყენება. ამიტომ ამ კომპონენტების შევსება ხდება პურით.


პური კი ავსებს ორგანიზმს, მაგრამ მას საჭირო მიკროელემენტები თუ ბევრი სხვა რამ აკლდება, რის გამოც ორგანიზმი იფიტება და ზოგადად, ერი ასეთი კვებით სუსტდება. თან, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხარისხიან პურს იღებს. წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მეორეა, რომ წლებია, ადამიანი უხარისხო პურს ჭამს.


- რა განსაზღვრავს მის უხარისხობას?

- პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული, - ეს არის დაბალი ხარისხის ხორბალი, ასეთივე ფქვილი და ყველაზე ცუდი რაც არის, პური ნაწარმოებია არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური (სინთეტური) საფუარით. თუკი რაიმე ცუდი ელემენტი შეიძლება არსებობს, კაცი რომ ვერც წარმოიდგენს (კარცეროგენური შემადგენელობაც) ამ პროდუქტშია თავმოყრილი. ამიტომ მწარმოებლები ასეთ ფრაზას ამბობენ, - "იმდენ საფუარს არ ვუშვები", მაგრამ არც ერთი რეკლამა, განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ პური საფუარის გარეშეა ნაწარმოები, საქართველოში არ დასტურდება. ეს ფრაზები დროებითია და მინირეკლამის დატვირთვა აქვს, რაც მალევე ქრება.


- დიფერენცირებაც არ ხდება ამ პროდუქტის, ხომ?

- "სპეციალური პური", "დიაბეტური პური", "შავი პური" და ა.შ. სინამდვილეში არ არსებობს. არ დასტურდება იმიტომ, რომ იმ მასის პური, რაც ცხვება და იყიდება, შესაბამისი

ნედლეული, ფქვილი არ შემოდის, რომ ადამიანებმა მივიღოთ. ეს შეუსაბამობები არსებობს.


- პური მართლაც იღებება?

- იღებება, ამაზე ის ფრაზაც მეტყველებს, როდესაც მწარმოებლი ამბობს, - "არ ვღებავ". ეს პურის მცხობელებისგან საოცარი სლოგანი გახდა. თუმცა უკვე სასაცილოა მისი მოსმენა, რადგანაც მასში გამჟღავნებულია ინფორმაცია, რომ პური მართლაც იღებება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მკრეხელობაა. სპეციალისტები პურთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე მიუთითებენ და ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე გაურკვევლობას იწვევს იმიტომ, რომ ჩვენთან ფასები პურზე და პროდუქტებზე გათავისუფლებულია. მომხმარებელი ყიდულობს იმ ფასად, რასაც რეალიზატორი სთავზობს, ისინიც თავისუფლები არიან ფასწარმოქმნაში. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა შეასრულოს "ღამის დარაჯის" როლი, ანუ უნდა დაინტერესდეს საკითხით, ამ სფეროში არის წესრიგი თუ არა. ევალება, დაიცვას წესრიგი და დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია კვების ინდუსტრიული პროდუქტების ხარისხის მასობრივად შემოწმება. ამიტომ ვქირაობთ სახელმწიფოს და ვთხოვთ, შეასრულოს ეს ფუნქცია, რაც სამწუხაროდ, არ სრულდება და არის საგანგაშო მდგომარეობა!


აქედან გამომდინარე, პური შეიძლება იყოს პლატფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ერთობლივად გამოხატოს თავისი პოზიცია, რამდენად ეფექტიანია ხელისუფლება. პურთან მიმართებაში, ხელისუფლებაზე თქვა ყველაფრი ცუდი, ისეთი სავალალო მდგომარეობაა, დასაშვებია!

პური უნდა იყოს დიფერენცირებული პროდუქტი, ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რომ არსებობს დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის პროდუქტი, იყოს საფუარით და უსაფუაროდ და მომხმარებელი თვითონ შეარჩევს, რა იყიდოს, მაგრამ უნდა მიაწოდო ამის შესახებ ინფორმაცია, რაც განსაზრვრავს შემდგომ მათ ქცევას. ვიმეორებ, ეს არის ის პლატფორმა, სადაც საზოგადოებამ ერთობლივად უნდა ამოიღოს ხმა. ხელისუფლება აიძულოს ამ მიმართულებით თავის ფუნქცია შეასრულოს! რადგანაც ეს სავალალო მდგომარეობა ადამიანს თოფით არ კლავს, მაგრამ აავადებს მთლიანად საზოგადოებას!


- თავად ფქვილის ხარისხზე რა შეგვიძლია ვთქვათ?

- ცნობილია, რომ ხდება ფქილის გთეთრება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით. ამასთან, არსებობს ხორბლის დაბალი ხარისხიც, რომლისგანაც ზოგადად ფქვილი მიიღება.

ბოლო წლებში ხორბლის და ფქვილის ძირითადი მომწოდებლები არიან: რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ცოტა ჩვენც გაგვაქვს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, ძირითადი იმპორტი სამი ქვეყნიდანაა.

მოკლედ, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ის, რაც ევლება. ამიტომ, ვისაც როგორ შეუძლა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ყვირილი თუ არა, საზოგადოებრივი ჩურჩული უნდა ატყდეს, რომელიც სამზარეულოდან სამზარეულოში, ქუჩიდან ქუჩაში, ოჯახიდან ოჯახში გადაინაცვლებს და ერთი აზრი შეიკვრება.


- პურთან დაკავშირებით პრობლემა სულ იყო და დღეს არ შექმნილა...

- არც ერთი ხელისუფლება პურთან მიმართებაში არ განსხვავდება, ყველა ერთია! 25 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას ბევრი გამაერთიანებელი ნიშანი აქვს, რადგანაც ყველა ასრულებს ერთსა და იმავე პიესას, უბრალოდ, განსხვავებული არტისტებითა და ტემპერამენტით...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner