ქუთაისი-სენაკის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ, 3 პირი დაშავდა, მათგან ერთი-ერთი დღეს, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.