logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: სააკაშვილმა ეს დროშა ჯერ საკუთარი პარტიის ალმად გამოაცხადა...
- +

14 ივლისი. 2016. 00:31


გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის სესახებ წერს:


 

ხუთჯვრიან დროშასთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ორი მიმართულებით: პირველი - ნამდვილად ქართულია თუ არა და მეორე -. რამდენად კანონიერად მოხდა მისი დამკვიდრება.

 

1. არცერთი (ვიმეორებ: არცერთი) ისტორიული წყარო, არც ქართული, არც უცხოური არ ამბობს, რომ ხუთჯვრიანი დროშა ქართულია.

არ არის ლაპარაკი სიმბოლოზე - 5 ჯვარზე, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო აღიარებს. საუბარია, ამ სიმბოლოს დროშის სახით არსებობაზე. ვისი დროშაა, ეს კიდევ ცალკე საკითხია;

 

2. სააკაშვილმა ეს დროშა ჯერ საკუთარი პარტიის ალამად გამოაცხადა, მერე საკრებულოს თავმჯდომარედ რომ მოვიდა, აიღო და ეს პარტიული დროშა უკანონოდ დაარჭო საკრებულოს თავზე, იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ, სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს!

 

მამაჩემმა მოუგო სასამართლო პროცესი, მაგრამ აგულაშვილების ხელშეწყობით, მაინც გააგრძელა უკანონობა - არ ჩამოხსნა პარტიული დროშა (უფრო სწორად, მამაჩემმა ჩამოახსნევინა და მერე ისევ დაარჭო არამზადამ), ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე ,,პრეზიდენტმა", ყველა კანონის დარღვევით, სახელმწიფო დროშად გამოაცხადა სხვა ქვეყნის ისტორიული დროშა.

წამხედურა საზოგადოებაში, მახსოვს, ბევრს მოსწონდა ვიზუალურად და ამბობდნენ - ლამაზია და რა მნიშვნელობა აქვს... სწორედ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისადმი, საკუთარი ისტორიისადმი ასეთმა ზერელე და ზედაპირულმა დამოკიდებულებამ დაღუპა საქართველო და ყველაფერზე მწვანე შუქი აუნთო ავანტიურისტს, მკვლელს და არამზადას.

 

მოსწონთ და მოკალი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner