logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან მიდის?!
- +

14 აპრილი. 2021. 15:53

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

 

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 დაიწყეს რეპრესიები!“ – წერს რობერტ სტურუა.

 

რეჟისორის პოსტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და სტატუსზე უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა.

 

 

 

რამდენიმე კომენტარს რობერტ სტურუა გამოეხმაურა და თეატრიდან წასვლა დააანონსა: „დამშვიდდი, კუდიანო ანუშკა, მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი გადარეულმა ისტერიჩკებმა“, „ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები“, „არ მაინტერესებს, მორჩა, მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა“.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობ ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

 

ბესო ზანგური კი უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

 

ამასთან, მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას თავად მაყაშვილი ადასტურებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner