logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: შეიძლება ითქვას, დღეს სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ...
- +

14 ივლისი. 2016. 00:33


4 წლის განმავლობაში, ყველაზე სერიოზული მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იყო", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა, თამარ  ჩუგოშვილმა გადაცემა 2030-ში.


"ცოტა ხნის წინ, მასიური ხასიათი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიასაშუალებების პროპაგანდის საშუალებად გადაქცევას და .. ამ კუთხით, დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს და შეიძლება ითქვას, სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს, დემოკრატიული სტანდარტი მაღლა მიდის, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პლურალისტული  მედია და პოლიტიკური გარემო. ხელისუფლების მთავარი დამსახურება სწორედ ესაა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.


მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება" ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, უფრო მეტი ენერგიით გადაერთოს.


"ახლა მნიშვნელოვანია, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, უფრო მეტი ენერგიით გადავერთოთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ღირსეული ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ. მოქალაქეებს დასავლური ტიპის ქვეყნების შესაბამისი სოციალური მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ. ამის მიღწევა ძალიან რთულია და ბევრ შიდა თუ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ახალი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის განვითარება იქნება", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.


როგორც მან აღნიშნა, პირადად ის, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტს ინსტიტუტების და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებაზე გააკეთებს.

 

"ჩემი გამოცდილება დემოკრატიულ რეფორმებს, ადამიანის უფლებების სფეროში პოლიტიკის შემუშავებას და საპარლამენტო საქმიანობას უკავშირდება. წლების განმავლობაში, საკანონმდებლო პროცესთან ძალიან აქტიური შეხება მქონდა და მგონია, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს. თუმცა, ძირითად აქცენტს ინსტიტუტების და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებაზე გავაკეთებ. დიდი იმედი მაქვს, „ქართული ოცნების" გუნდში ახალ ენერგიას შევიტანთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner