logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უდრის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს
- +

14 აპრილი. 2021. 18:30

 

„ჰესების წინააღმდეგ გარკვეული ცრუ წარმოდგენები, ინფორმაციის ნაკლებობა, ნეგატიური დამოკიდებულება - ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა და დაგროვილი პრობლემებია, რის შედეგადაც საქართველო ძალიან დაზარალდა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, თავისი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, იყოს ძლიერი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა.

 

„ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უდრის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა იმის ნაცვლად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარი გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ხმარდებოდეს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებას. ამისთვის საჭიროა გარკვეული კონსენსუსის მიღწევა საზოგადოებაში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გადის სწორედ ჰესების მშენებლობაზე, ადგილობრივი განახლებადი რესურსების მშენებლობაზე - ეს არის ევროპული გზა იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ევროპული ტიპის რეფორმას ენერგეტიკაში და იმისთვის, რომ მომავალშიც ვიყოთ ერთიანი, მწვანე ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი, აუცილებელია მწვანე ენერგიის განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მისივე თქმით, „ნამახვანჰესი“ კარგად მომზადებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია.

 

„ის ანაცვლებს დიდ წილად იმპორტის აუცილებლობას. რა თქმა უნდა, მარტო „ნამახვანჰესი“ ვერ მოერევა ამ თემას, მაგრამ ეს იქნება პირველი, მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი და ნაბიჯი წინ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner