logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირის ქვეყნები კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ
- +

14 აპრილი. 2021. 19:35

 

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას. ინფორმაციას სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სერთიფიკატები ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი აქვს, საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ.

 

ღეუტერს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ წინადადებას ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, ხოლო ამ საკითხის დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner