სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, თანამდებობას აპრილის ბოლოს დატოვებს.
„საპარლამენტო ძალებთან და პრეზიდენტთან შეთანხმების თანახმად, აპრილის ბოლოს თანამდებობიდან გადავდგები. ამის შემდეგ, გადადგომიდან მეშვიდე დღეს პრემიერ-მინისტრის არჩევა შედგება. ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ ჩემს კანდიდატურას წარადგენს. სხვა ფრაქციები კანდიდატებს არ წარადგენენ და ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ ჩემს კანდიდატურას ჩააგდებს. მას შემდეგ, რაც იგივე მეორედ მოხდება, პარლამენტის დათხოვნა მოხდება და 20 ივნისისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.