logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ვინმე ისეთი მინდა პარლამენტში იყოს, აი უმწიკვლო! თან ცნობილი!
- +

14 ივლისი. 2016. 03:12


„ქართუ" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

ვინმე რაღაცნაირად ისეთი მინდა პარლამენტში რომ იყოს, აი უმწიკვლო! თან ცნობილი! ოღონდ დადებითად! თან აქაც მისაღები თან დასავლეთშიც, თან დანარჩენ მხარეებშიც. ქიციც იცოდეს და ქიცმაცურიც, ჩიჩიასაც ჭამდეს და ბაბასაც, ორ კურდღელს აედევნოს და ორივე მიაშამფუროს! მადლიერმა ერმა კი ყავა თავის ხარჯზე მიარვას დესერტად.

 

მიმწოლიც იყოს და დიპლომატიურიც, მაწვნის დიეტაც იცოდეს და დიმპიტაურიც, არც მდიდარი და არც გაქუცული, ქართული უმაღლესიც ქონდეს დამთავრებული და უცხოურიც, ახალგაზრდაც იყოს და მცირედი ჭაღარაც რეკლავდეს ინტელექტს...მე რომ მინდა ისეც მაუწყებლობდეს და შენც - სხვა ფეისბუკელსაც რომ გინდა, ისეთიც იყოს! და კიდევ ისეთი, კომენტებში მუდმივად რომ გაიჩითება ხოლმე ვიღაც ბრძენკაცი ან გონებაგანათებული დედიდაბიცოლა, უალტერნატივოჭეშმარიტების ავტორი...

 

აი ისეთსაც რომ მოეწონება ეგეთი მინდა, ასე 150 ერთეული..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner