ერაყის ჩრდილოეთით, სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბაშიკის ბაზის მიმართულებით სამი რაკეტა იყო გაშვებული, მათგან ერთი ბაზის ტერიტორიაზე, ორი კი – სოფელში ჩამოვარდა, სადაც ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.