logo_geo
eng_logo
„ბათუმის წყლის“ დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
- +

4 მარტი. 2016. 17:14



რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა.



საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს ბათუმის წყლის" დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.



გავრცელებული ინფორმაციით, „ბათუმის წყლის" დირექტორ ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner