„ჯერ ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი მესამე ტალღა არ დაწყებულა და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ის თავიდან ავიცილოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მოქალაქეები საფრთხეებს გაითვალისწინებენ და რეგულაციებს ზედმიწევნით დაიცავენ, ქვეყანას აქვს შანსი, რომ მესამე ტალღის ძლიერი დარტყმა თავიდან აიცილოს.
„თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, მის ჯანდაცვის სექტორს, კლინიკურ სექტორს და საბოლოო ჯამში, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას და ხელს შეუშლის ქვეყანას, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა.
თუ მესამე ტალღას ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.