ვახტანგ კობაიძე ვაჟა აზარაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს:
„დღეს ჩემს უფროს მეგობარს და ყველასათვის საყვარელ, გამოჩენილ კომპოზიტორს, რომლის ყველა სიმღერაც ჰიტია, 80 წელი შეუსრულდა...
ვუსურვებ, წელთა სიმრავლეს, მზეგრძელობას, დღეგრძელი იყოს მრავალჟამიერ და კიდევ მრავალი ,,მუსიკალური მარგალიტებით" გაეხარებინოს ახლობლები, თაყვანისმცემლები და ისინი, ვინც მუსიკის ფასი იცის.
ბედნიერი ვარ, რომ ვაჟა აზარაშვილის მსგავსი ქართველები ჯერ კიდევ ამშვენებენ თბილისსა და ჩვენს ქვეყანას."