logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს
- +

15 აპრილი. 2021. 15:19

 

 

„თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს“, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ NTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონბასში განვითარებულ მოვლენებს „შემაშფოთებელი“ უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთმა და სხვა „პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა“ უკრაინაში „საომარი განწყობები“ არ უნდა გაამძაფრონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner