logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ კომპრომისებისთვის, დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის მისაღებია
- +

15 აპრილი. 2021. 15:52

 

 

„მზად ვართ კომპრომისებისთვის, დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის მისაღებია,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.

 

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, მზად ვართ კომპრომისებისთვის. ვაცხადებთ, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი იყო კარგი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც ამ დოკუმენტს და ევროკავშირის ძალისხმევას კოჭლს და ფარატინა ქაღალდს უწოდებენ. დანიელსონის დოკუმენტში შეთავაზება იყო, რომ 20 ივნისზე ამნისტია გამოცხადებულიყო, რომელზეც თანხმობას ვაცხადებდით. ამიტომ, ეს კონკრეტული დოკუმენტი იყო. ეს კომპრომისი ძალაში რჩება. დანიელსონის დოკუმენტი ჩვენთვის კვლავ მისაღებია. რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია არა იმიტომ, რომ ის არის რაღაც მიუღებელი ინსტრუმენტი, არამედ იმიტომ, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის ნება აისახა. ამის საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner