სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი ქალთა მიმართ მომრაველებული ძალადობის შესახებ წერს:
„კვირა არ გავა ხოლმე, რომ ქალებზე და ბავშვებზე ლოთი, უსაქმური და უტვინო კაცების ძალადობას არ გადავეყარო. ძირითადად იქვე ვაგვარებ ხოლმე შეძლებისდაგვარად. ვიძახებ პატრულს, სოციალურ სამსახურს და ასე თუ ისე წყნარდება ხოლმე მდგომარეობა. ათობით მინახავს მამისგან, ქმრისგან და შვილისგან დასახიჩრებული და გონებადაზიანებული ბავშვები ქალები და მოხუცები.
ტრაგედია უფრო ის კი არ არის ეს ძაღლიშვილები დანაშაულს რომ ვერ გრძნობენ და ჩემზე ხელით, დანით და ნაჯახით იწევენ გონებადაბინდულები, ტრაგედია ის არის რომ მეზობლები დამეტაკებიან და მლანძღავენ ხოლმე იმის გამო რომ "ოჯახის საქმეში ნუ ვერევი". სადაც ვერავინ მოასწრო ჩარევა სამწუხაროდ უამრავი ქალი დაიღუპა და დასახიჩრდა.
მეზობლის სახლიდან ღრიალის და კივილის ხმის წაყრუება მკვლელობას ნიშნავს რომ იცოდეთ და დანაშაულის მონაწილეები ვართ.
ქალებზე და ბავშვებზე მოძალადე კაცები არიან ნაბიჭვრები! ხელით ვინც ცოლს, შვილს, შეყვარებულს, დედას, მოხუცს და საერთოდ ქალს ეხება ეგეთი საქონელი, კაცი არ არის და არის ნაბიჭვარი, რომლის ადგილი არის ციხეში!
ნუ გაუჩუმდებით და დაემორჩილებით ადამიანებს და ნუ აძლევთ უფლებას სხვას, რომ თქვენი ცხოვრება მართოს. პირობას გაძლევთ ცხოვრებას დაკარგავთ, დასახიჩრდებით ან მოკვდებით! ამოიღეთ ხმა და ერთი ადამიანი სულ გამოჩნდება ვინც თქვენს მხარეს დაიცავს!
თუ ჩემს ფრენდლისტში რომელიმე ზემოთ ხსენებული ნაბიჭვარი ბრძანდებით, მარტო აქედან კი არა, ქვეყნიდანაც აუდეთ და ატაკამას უდაბნოში დასახლდით იქნებ იქ დაჭამოთ ერთმანეთი.
ბოდიში რა ძაან აწეწილი ვარ რამდენიმე განხილვის ყურების და წაკითხვის შემდეგ..."- წერს სინჯიკაშვილი.