logo_geo
eng_logo
Pfizer-ის ხელმძღვანელი: სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს
- +

15 აპრილი. 2021. 23:30

 

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში, ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს.

 

ამასთან,  მისი განცხადებით,  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

 

„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner