logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფო“ თარხან ბათირაშვილის სიკვდილს ადასტურებს
- +

14 ივლისი. 2016. 10:18


„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი გუშინ ერაყის ქალაქ შირქატთან, მოსულის სამხრეთით, ბრძოლისას დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი" წერს, ინფორმაცია ალ-შიშანის დაღუპვაზე „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა სააგენტო „Amaq"-მა  გაავრცელა.


ალ-შიშანი, რომელსაც პენტაგონმა ISIS-ის „ომის მინისტრი" უწოდა, ა.წ. მარტშიც გამოაცხადეს მოკლულად, თუმცა, მაშინ ისლამისტმა ტერორისტებმა ამერიკელების ინფორმაცია უარყვეს, ამჯერად კი მის დაღუპვას თვითონვე იუწყებიან.


„ისლამური სახელმწიფოს" მომხრეები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს უსამძიმრებენ ალ-შიშანის დაღუპვას  და მის პატივსაცემად ახალ შეტევებს აანონსებენ.


პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალ-შიშანის დაღუპვაზე ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა, მისი უტყუარობის დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით არ შეუძლიათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner