logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას საკითხი გახარიასთვის გადაწყვეტილების მიღების წერტილი იყო
- +

16 აპრილი. 2021. 00:13

 

 

„მე არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას საკითხი გახარიასთვის გადაწყვეტილების მიღების წერტილი იყო. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს განცდა ჰქონდა, რომ ადრე, თუ გვიან გუნდი უნდა დაეტოვებინა. შეიძლება, ეს ერთ-ერთი საბაბი იყო, მაგრამ ერთ დღეში ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„მე გეტყვით, რომ გიორგი გახარია ისეთი პრემიერი არ იყო, რომელსაც აზრს არ ეკითხებოდნენ. გახარია ერთ-ერთი გამორჩეული შს მინისტრი იყო. მის სიტყვას ფასი ჰქონდა!

 

თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?! არც კვირიკაშვილს არ გაყვნენ, არც ირაკლი ღარიბაშვილს გაყვნენ თავის დროზე“, - აღნიშნაკახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner