NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გარღვევა ვერ მოხდა.
მისი თქმით, საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ქმედებები იყო, ამიტომ ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს.
„რუსეთმა თავისი ქმედებებით უკრაინაში ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხარა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას".