logo_geo
eng_logo
რიგით მეორე ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
- +

14 ივლისი. 2016. 10:44



14 ივლისს, 13:30 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე გაუძღვებიან.


მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 17-27  ივლისს ფოთის  სახელმწიფო  დრამატულ თეატრში, რიგით მეორე რეგიონული თეატრების  საერთაშორისო  ფესტივალი გაიმართება.


წელს ფესტივალში მონაწილეობს როგორც, 17 ქართული სახელმწიფო რეგიონული თეატრი, ასევე  უცხოური თეატრები - პოლონეთის ქალაქ  ზაბჟეს ,,ახალი თეატრი'', ორი   თეატრალური დასი  ბელორუსის  დედაქალაქ მინსკიდან (საპატიო სტუმრის სტატუსით)  და  ირანული  დამოუკიდებელი  პროექტი - თეატრი ,,მოჩვენებითი  ხელოვნება''.


რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე უცხოელი  სტუმრებისთვის  დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის  ღონისძიება, მათ შორის კონცერტები და ექსკურსიები  რეგიონების  ღირსშესანიშნავ  ადგილებში.


ფესტივალი  2015  წელს დაფუძნდა.  მისი ორგანიზატორია  კულტურულ-საგანმანათლებლო  ფონდი  ,,დღეს''  (დამფუძნებელი  მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე); მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა  დაცვის  სამინისტრო და  ქ. ფოთის მერია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner